ბათუმი-თბილისის მატარებელი მოქალაქეს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
კადრებს სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
