LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პეტრე კოლხის ვაჟმა იქორწინა – ულამაზესი კადრები წვეულებიდან

519
2026-09-16_01-44-14_407310

მამა პეტრეს (კვარაცხელიას) ვაჟმა, დაჩიმ იქორწინა. მისი და მისი რჩეულის – ანი მახათაძის კადრებს ქორწილიდან თემო შენგელაია გვიზიარებს.

„23-ის ვიყავი, როდესაც დაჩი დაიბადა. დილის ოთხ საათზე მოევლინა, მისთვის ჯერ კიდევ უცნობ, მაგრამ მიმზიდველ სამყაროს….

ცხრაზე სკოლაში უნდა მივსულიყავი, მთელი დღე გაკვეთილებით მქონდა დატვირთული, მაგრამ მოსწავლეებმა უძილობა, გადაღლა შემამჩნიეს და კითხვები დამაყარეს, რა იყო დასამალი და პატარა ბიჭის შესახებ მოვუყევი…. ლამის ჰაერში ამიტაცეს, დაჩის დაბადებაზე მეტად, მასზე საუბარი უხაროდათ, იქნებ იუსტინიანეს საშინაო პოლიტიკა დროებით გვერდზე გაწეულიყო….

მეორე გაკვეთილიც იგივე კლასში მქონდა, ერთი მოსწავლე აკლდა, კარი დაგვიანებით შემოაღო, საჩუქარი გადმომცა, დაჩის გამოადგებაო…. საბავშვო კბილის ჯაგრისი აღმოჩნდა, იმდენი ვიცინეთ, მეორე გაკვეთილიც ჩაგვეშალა…

დღეს დაჩი თავად არის 23 წლის და მისი ქორწილისთვის ვემზადებით….
დიდად არ ვფიქრობ, ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე, თავს ვიცავ, რომ რაღაცნაირმა ცრემლმა, გულის აჩქარებამ ხელი არ დამრიოს!….

სახელი მე შევურჩიე, 9 ყრმა კოლაელთა ისტორიიდან, თან ძალიან უხდება ეს სახელი….
მან მისი ცხოვრება მშვენიერ ანის დაუკავშირა და ვიმედოვნებ, რომ არჩევანში არ შეცდნენ….
სიყვარული არ არის, გაზაფხულის ფერადი ყვავილებით გადაპენტილი ბაღი, ის ხშირად გაუკვალავი ბარდებით სიარულია, რაც უდიდეს თავდადებას და მოთმინებას მოითხოვს…

დაჩი, მა, ბედნიერი ვარ შენი არსებობით, შენ ღირსეული, შემდგარი, გონიერი და საოცარი სიღრმის ადამიანი ხარ…

ყოველთვის გახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, შენ რა გაგახარებს, ჯერ იმაზე დაფიქრდი, რითი შეიძლება გააბედნიერო ის, ვინც შენ გვერდით დგას…. ისიც ასე უნდა მოიქცეს….

კაცობრიობის პირველი წყვილი – ადამი და ევა ღმერთს აუჯანყდა, სამოთხის ბაღი უკან მოიტოვეს და თავშესაფრის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ისინი თავად გახდნენ ერთმანეთის თავშესაფარი და ერთმანეთში აღმოაჩინეს მათი წილი სამოთხე….

მინდა შენ და ანის, არასდროს გადაგეღალოთ ერთმანეთის ყურებით თვალები….

არასდროს შეგეწყვიტოთ ერთმანეთისკენ სწრაფვა…. მერე მიხვდებით, რომ ედემის ბაღი არც თუ ისე შორია…

ცხოვრების ნაკლებად სახარბიელო გზებზე ერთი აღარ ხარ, უკვე ორად იქეცით, მაგრამ უნდა გახდეთ ერთნი….

ანი, შენ დღეს მხოლოდ ჩემი შვილის მეუღლე არა, შენ ჩემი შვილის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდები… მისი თანამგზავრი, მისი მეგობარი და, იმედი მაქვს, მისი თავშესაფარი. გაუფრთხილდი მას…
გახსოვდეთ, სიყვარული მაშინ ავლენს მის ღვთაებრივ ძალას, როდესაც გაიფიქრებთ, რომ რაღაც არ გამოგდით…. სიყვარული არ ნიშნავს ერთმანეთის ყურებას, არამედ ყურებას ერთად და ერთი მიმართულებით!…

სამუდამოდ ერთად უყურეთ მზეს, რომელიც თქვენ ცაზე არასდროს უნდა ჩავიდეს !..“, – წერს პეტრე კოლხი. 

@temoshengelaia

ჩვენი დღის ვლოგი: რა მოხდა მამა პეტრეს ბიჭის ქორწილში? #temoshengelaia #foryou #petrekolxi #ფორიუ #youtuber

♬ original sound – Temo Shengelaia
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები