LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაიონელ რიჩიმ გულის ოპერაცია ჩაიტარა

136
download (41)

ლაიონელ რიჩიმ გულის გეგმური სამედიცინო პროცედურა ჩაიტარა, რის გამოც ჯგუფ – Earth, Wind & Fire-თან ერთად მიმდინარე ერთობლივი ტურნეს სამი მომდევნო კონცერტი გააუქმა.

77 წლის ლეგენდარული ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის წარმომადგენელმა მედიასთან ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ პროცედურა წინაგულების ფიბრილაციის, გულის რიტმის დარღვევის (არითმიის) გავრცელებული ფორმის პრევენციისთვის ჩატარდა.

„ლაიონელმა წინაგულების ფიბრილაციის გამო გავრცელებული სამედიცინო პროცედურა ჩაიტარა. ექიმის თქმით, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ლაიონელი თავს შესანიშნავად გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციისთვის მცირე პაუზას აიღებს და სცენას მალე დაუბრუნდება“ – განაცხადა ინსაიდერმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებითი შესვენების შედეგად, გაუქმდა დაგეგმილი შოუები სან-ფრანცისკოში (26 სექტემბერი), ჩიკაგოსა (30 სექტემბერი) და კოლუმბუსში (2 ოქტომბერი).

კრიტიკოსებისა და ორგანიზატორების მოლოდინით, შემსრულებელი ლას-ვეგასის მრავალდღიანი კონცერტების სერიისთვის, რომელიც 14 ოქტომბრიდან იწყება, სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წლის განმავლობაში საკულტო არტისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირველი შემთხვევა არ არის. ივნისში მან კონცერტი სცენაზე თავბრუსხვევის გამო შეწყვიტა, ხოლო აგვისტოს ბოლოს, სენტ-ლუისის შოუს შემდეგ, პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ამის მიუხედავად, ვარსკვლავის გუნდი და ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და აცხადებენ, რომ რიჩი მალე კვლავ ჩვეულ ფორმაში იქნება.

ლაიონელ რიჩი ჰოსპიტალიზირებულია – არტისტი სცენაზე შეუძლოდ გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები