LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძის ძმა დააკავეს

134

სამართალდამცავებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შსს-ში აცხადებენ, რომ “ერთი პირის – ი.კ.-ს აყვანა სამი მუხლის საფუძველზე განხორციელდა”.
კერძოდ, მას ბრალად ედება სსსკ 120-ე, 151 და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც, შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, მუქარას და ხულინობას გულისხმობს.
უწყებაში დაკავების და დანაშაულის დეტალებზე არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები