LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როენა ხუცურაული დუმს

308
tjtrjrejrj

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატ არჩილ დვალიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და გამორიცხულია მას პროსტიტუციისთვის ადგილი ვინმესთვის გადაეცა.

“ბრალი წაყენებული აქვს 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა! მისი პოზიცია, რომ იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, ეს გამორიცხულია იქედან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება თავის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტის თქმა არ შემიძლია. ბრალი წაყენებული აქვს და, სავარაუდოდ, 48 საათში იქნება სასამართლო პროცესი”, – განაცხადა დვალიშვილმა.

როენა ხუცურაული, მეტსახელად მამიდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

იზოლატორებში ადგილი არ არის - როენა ხუცურაული საკნის რიგში დგას

როდის გადაიყვანენ როენა მამიდას წინასწარი დაკავების იზოლატორში?

იმის გამო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო, როენა ხუცურაული საკანს შს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში ელოდა.

შეგახსენებთ, რომ როენა ხუცურაული, ე.წ. „მამიდა” სხვა ბრალდებულებთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

როენა მამიდა დაიჭირეს (ვიდეო)

რას ედავებიან როენა ხუცურაულს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები