პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!
თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !
ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს!
თავისუფლება ლომთა ხვედრია” – წერს ჩარკვიანი.
11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-თ გაიზარდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თუ ნიღაბი გიკეთია, ვირუსის ნაკლები რაოდენობა ხვდება ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ უსიმპტომოდ და მსუბუქად წავა ინფექცია – ბიძინა კულუმბეგოვი
