LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

83
კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.  ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა, მათ შორის 16 531 ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 1.95%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %.

580 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

თბილისი – 331 შემთხვევა; აჭარა – 51; იმერეთი – 56; ქვემო ქართლი – 22; შიდა ქართლი – 26; გურია – 17; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50; კახეთი – 10; მცხეთა-მთიანეთი – 6; სამცხე-ჯავახეთი – 1; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები