LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ლეტიციას კაბას „მოლაპარაკე“ უწოდეს – ნახეთ რატომ

152
leticia6321

დედოფალი ლეტიცია ცნობილია თავისი დამოკიდებულებით დაბალბიუჯეტიანი ბრენდების მიმართ. მის გარდერობში მრავლადაა „ზარას“ და „მანგოს“ სამოსი. ასევე მონარქის გარდერობში არის სამოსი სოციალური ქვეტექსტებით. მაგალითად გუშინ ერთ-ერთი ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დედოფალი  Ulises Mérida-ს კაბაში გამოჩნდა. ეს ასიმეტრიული კაბა ულამაზესი დეტალებით საინტერესოა იმით, რომ ბრენდი ამჯერად სამოსს ქმნის კოლაბორაციაში ქალთა ასოციაციასთან, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები შედიან.

 ამ კაბას მედიაში უკვე უწოდეს „მოლაპარაკე“ კაბა, რომელიც იმ ქალების უფლებებს გამოხატავს, ვინც მის ესკიზზე იმუშავა. კაბას დედოფალმა ლეტიციამ „მაგრიტის“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და „კაროლინა ჰერერას“ ხელჩანთა შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები