რუსთავში, ავტობაზრობაზე ხანძარია. 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ ბაზრობაზე არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტში გაჩნდა და ახლოს მდგარ ავტომობილებზეც გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
