უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლეკსი დანილოვის განცხადებით, ლიკვიდირებულია ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას გეგმავდა. როგორც დანილოვი ამბობს, ჯგუფის მეორე ნაწილი „სამიზნეშია ამოღებული“. ამის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინას ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს წევრებმა, როლებსაც „დღეს არ სურთ მონაწილეობა სისხლისმღვრელ ომში“.
