iPhone 9-ის შემდეგ ქსელში iPhone 9 Plus-ის გამოსახულება მოხვდა. ფოტოებში, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა , სმარტფონი დამცავ შალითაშია მოთავსებული.
როგორც ჩანს, წინა ნაწილი iPhone X-ის სტილშია შესრულებული. ცნობილია, რომ მოწყობილობას სახის სამგანზომილებიანი სკანირების ფუნქციით იქნება აღჭურვილი.
ცნობილია, რომ iPhone 9 Plus აღჭურვილი იქნება 6,5 დიუიმიანი OLED-ეკრანით. კორპუსის უკანა მხარეს კი ორმაგი ძირითადი კამერა განთავსდება.

