ამ მომენტამდე, სმარტფონი Honor 9i მხოლოდ შავ და ლურჯ ფერებში იყიდებოდა. ამჯერად კი ასორტიმენტს იისფერი (Purple Fantasy) შეემატა.
შეგახსენებთ, რომ სმარტფონი აღჭურვილია 5,84 დიუიმიანი IPS LCD ეკრანით, რომელიც Full HD+, გარჩევადობის არის.
წინა პანელზე განლაგებულია 16 მეგაპიქსელიანი კამერა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, უკანაზე კი ორმაგი ძირითადი კამერა -13 და 2 მეგაპიქსელიანი. ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი.
მოწყობილობის ღირებულება 211 დოლარს შეადგენს.
