საკეცი სმარტფონი Samsung-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოწყობილობაა. სიახლის პრეზენტაცია MWC 2019-ის გამოფენაზე იგეგმება და უკვე ცნობილია, რომ ის საკმაოდ ძვირი – 1850 დოლარი ეღირება.
კომპონენტების მოგროვებას Samsung ნოემბერში დაასრულებს, ხოლო დეკემბერში ის მის აწყობას შეუდგება. სმარტფონის შეძენა კი შესაძლებელი დაახლოებით 2019 წლის თებერვლიდან იქნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, სიახლეს Galaxy X ერქმევა. არსებობს ვერსიაც იმის შესახებ, რომ კომპანია მას როგორც ახალ სერიას წარმოადგენს.