ჩინური ბრენდი Xiaomi თავის ტექნიკაში Google Assistant-ის მხარდაჭერას დანერგავს. ხმოვანი მართვის სისტემა თავდაპირველად სამ მოწყობილობაში განთავსდება და ესენი იქნება: საწოლის სანათი Mi Bedside Lamp
ჭკვიანი დენცქვიტა Mi Smart Plug
და ლედ-სანათი Smart Bulb.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანმიმდევრობით მოხდება სიახლის დანერგვა მოწყობილობებში. უცნობია მათი ამოქმედების ზუსტი ვადებიც, თუმცა მწარმოებლების თქმით, ეს ძალიან მალე მოხდება.


