სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ გაცნობის სერვისს შექმნის. ამის შესახებ თავად მარკ ცუკერბერგმა კონფერენცია F8-ზე ისაუბრა. „ყველაფერი გაკეთდება ნამდვილი და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის და არა არასერიოზული კავშირისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ცეუკერბერგმა.
მისი თქმით, სერვისი მობილური აპლიკაციის ნაწილი გახდება, ამასთან, მარკისვე თქმით, თქვენი მეგობრები ვერასოდეს გაიგებენ, რომ პარტნიორს ეძებთ: სერვისი მხოლოდ მათ შემოგთავაზებთ, ვინც მეგობრებში არ გყავთ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ სიახლეს მარტო ისინი გამოიყენებენ, ვინც პროფილში მიუთითებს, რომ მეწყვილე არ ჰყავს.