კომპანიამ TP-Link თვისი სმარტფონების ხაზი Neffos განაახლა. პრეზენტაცია მალაიზიაში შედგა და სიახლეს ორი ძირითად კამერიანი მოწყობილობა სახელად Neffos N1 წარმოადგენს.
იგი აღჭურვილია 5,5 დიუიმიანი LCD დისპლეით, რომელსაც FullHD გარჩევადობა აქვს. ეკრანი დაფარულია Corning Gorilla Glass-ის დამცავი მინით. უკანა პანელზე ორი ძირითადი 12 მეგაპიქსელიანი კამერა და თითის ანაბეჭდის კამერაა განთავსებული.
რაც შეეხება მეხსიერებას, ის 4 გიგაბაიტიან ოპერატიულ და 64 გიგაბაიტიან მუდმივ ჩიპს წარმოადგენს.
ამ ეტაპზე Neffos N1-ის შეძენა მხოლოდ მალაიზიაშია შესაძლებელი და ის 280 დოლარი ღირს.

