კომპანიამ Caviar, რომელიც ლუქს-სმარტფონების წარმოებით არის დაკავებული, მდიდრული iPhone X წარმოადგინა.
სმარტფონმა ოქროს კორპუსი მიიღო, რომელიც 999 სინჯიანი საფარით არის დაფარული. კომპანიამ ორი ტიპის ოქროს გაჯეტი გამოუშვა: iPhone X: Classic Gold და Classic Liquid Gold. პირველს რელიეფური კორპუსი აქვს უკანა მხარეს საფირმო ლოგოტიპით.
მეორე მოდელისთვის კი უჩვეულო ფაქტურა გამოიყენეს, რომელიც „თხევად“ მეტალს მოგაგონებთ.
Caviar iPhone X Classic Gold-ის ფასი 4500, ხოლო Classic Liquid Gold-ის ღირებულება 4800 დოლარს შეადგენს.

