LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვმა იდეას, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, „ქურდობა“ უწოდა

173
1624018484-lavrovi-960x570

„ქურდობა, რომლის დაფარვასაც არ ცდილობენ“, – ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებას რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინას გადაეცეს, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვმა მაგალითად ავღანეთის აქტივების გაყინვასთან დაკავშირებული სიტუაცია მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ გამოიყენონ არა ავღანეთის მოსახლეობის საჭიროებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული აღდგენასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები