უკვე ცნობილია, რომ Sharp Aquos S3-ის ანონსი 16 იანვარს არის დაგეგმილი. ამჯერად კი ქსელში სიახლის ვიზუალი მოხვდა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სმარტფონის ზედა ნაწილი iPhone X-ის იდენტურია.
რაც შეეხება Sharp Aquos S3-ის მონაცემებს, მას 5,99 დიუიმიანი ეკრანი ექნება FullHD+-ის გარჩევადობით, ასევე ორმაგი ძირითადი კამერა, თითის ანაბეჭდის სკანერი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება.
სხვა მახასიათებლები მოწყობილობის შესახებ უცნობია.
