კომპანია Apple-მა მუსიკალური სერვისის, iTunes-ის დახურვა გადაწყვიტა. მიზეზად მისი პოპულარობის მკვეთრი დაცემა სახელდება.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, უკანასკნელ წლებში მომხმარებლები სულ უფრო ხშირად უსმენენ მუსიკას გამოწერით და თავს იკავებენ კონკრეტული სიმღერების შეძენისგან. შედეგად Apple Music, Spotify და TIDAL აქტიურად არიან ერთმანეთის კონკურენციაში ჩართულები. ამასობაში კი მათ უკან ჩამოიტოვეს iTunes. სწორედ აქედან გამომდინარეობს სერვისის დახურვის გადაწყვეტილება.