LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა Shazam შეიძინა

60

ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა დაადასტურა ინფორმაცია მუსიკალური აპლიკაცია Shazam-ის შეძენის შესახებ.

„App Store-ში გაშვების მომენტიდან, Shazam რეგულარულად ხვდება iOS სისტემის მომხმარებელთა მოთხოვნის ტოპებში. დღესდღეობით მისით ასობით მილიონი ადამიანი სარგებლობს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ტომას ნეიმარმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ Apple-ს ამ შენაძენთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

არაოფიციალური ინფორმაციით, შენაძენის ღირებულება 400 მილიონი დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები