LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება 22 მაისამდე

341
BeFunky-collage (1)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება, 20 მაისს +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს, 21 მაისს კი, ისევ გამოიდარებს და დათბება.

სინოპტიკოსები თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება, 20 მაისს კი, +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები