LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა უნივერსალური დამტენი დააპატენტა

72

ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სამსახურს Samsung-მა დამტენი დაფის განაცხადით მიმართა, რომელსაც ბაზარზე არსებული ნებისმიერი გაჯეტის დატენვა შეეძლება. ცნობილია ისიც, რომ შესაბამისი სამსახურისგან მან თანხმობაც დაიმსახურა.

პირველადი ესკიზებიდან ჩანს, რომ მოწყობილობა ორ ცალკეულ სადგომს წარმოადგენს. მათ  ავტომატურ რეჟიმში გადართვა შეეძლებათ, როდესაც ამისი აუცილებლობა იქნება.

არსებობს ინფორმაცია, რომ სიახლის ოფიციალური პრეზენტაცია 2018 წელს, ახალ Galaxy S9-თან ერთად შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები