ცნობილი გახდა, რომ სმარტფონ Mate 10-ის პრეზენტაციის შემდეგ, კომპანია Huawei მოხრილ ეკრანიან გაჯეტებს გამოუშვებს. ამის შესახებ თავად გენერალურმა დირექტორმა, რიჩარდ უიმ დაადასტურა და განაცხადა, რომ მას მოხრილი სმარტფონის კონცეპტიც გააჩნია.
უცნობია, როდის იქნება სიახლე ხელმისაწვდომი, რადგან მისივე მტკიცებით, ამ ეტაპზე მოწყობილობას მთელი რიგი ხარვეზები აქვს, რომელთა აღმოფხვრის შემდეგ, ის პრეზენტაციის თარიღსაც დათქვამს.