სამხრეთ კორეულმა გამოცემამ The Korea Herald გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წელს კომპანია Apple ახალ iPhone-ს სტილუსით Apple Pencil წარადგენს, რომელიც ამჟამად iPad Pro-ს პლანშეტებში გამოიყენება.
კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სტივ ჯობსი გაჯეტებში სტილუსის გამოყენების წინააღმდეგი იყო, რადგან თვლიდა, რომ ადამიანს ამისათვის თითები აქვს.

