კუნძულ ტაივანზე iPhone 8 Plus-ის აფეთქების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივმა ქალბატონმა ოქროსფერი iPhone 8 Plus 23 სექტემბერს შეიძინა. ხუთი დღის შემდეგ კი, დატენვის დროს, სმარტფონი მოულოდნელად აფეთქდა.
ქალბატონის ცნობით, შემთხვევის დროს, მოწყობილობა 70%-ზე იყო დატენილი. ამასთან, ის აცხადებს, რომ სმარტფონს ორიგინალი დამტენით ტენიდა. მისივე თქმით, „აიფონი“ დენის წყაროში მიერთებიდან სამ წუთში აფეთქდა. შედეგად გაჯეტი არ დამწვარა, თუმცა მისი უკანა პანელი ძირითად კორპუსს გამოეყო.
