კომპანია Sony-ის Xperia ხაზის ყველა მომდევნო სმარტფონი ჩარჩოს გარეშე იქნება. ამის შესახებ თავად კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, კენიჩირო ჰიბიმ ისაუბრა. მისი თქმით, მომავალში Sony უკვე კარგად დამკვიდრებულ ტრენდს განაგრძობს, რადგან დაკვირვებამ აჩვენა, რომ აღნიშნულმა ტექნოლოგიამ სხვა კომპანიების შემთხვევაში საკმაოდ გაამართლა.
პირველი უჩარჩოო სმარტფონი მან მომდევნო წლის გაზაფხულზე დააანონსა.