კომპანია IHS Markit-ის მკვლევარებმა ახალი Apple iPhone 8-ის თვითღირებულება გამოავლინეს და დაადგინეს, რომ ის მხოლოდ 248 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოს უეინ ლემის დასკვნით, iPhone 8 Plus-ის ფასი კი 288 დოლარს შეადგენს.
შედარებისთვის, iPhone 7 Plus-ის თვითღირებულება გასულ წელს 270 დოლარი იყო. ანალიტიკოსები აზუსტებენ, რომ ამ ფასში შედის არამარტო სმარტფონის კომპლექტაცია, არამედ მოწყობილობის დიზაინი, რეკლამა და პატენტის განაცხადიც კი.