LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსი Windows Phone-დან Android-ზე გადავიდა

63

Microsoft-ის შემქმნელმა, ბილ გეითსმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ბევრისთვის მოულოდნელი აღიარება გააკეთა: როგორც აღმოჩნდა, გეითსმა უარი თქვა Windows Phone-ზე და Android-ის ოპერაციული სისტემა აირჩია.

გეითსმა თავი შეიკავა კონკრეტული მოდელის დასახელებისგან, თუმცა დასძინა, რომ Microsoft-ის გარკვეულ ნაწარმს მაინც იყენებს. სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ გეითსმა Word-ის, Outlook-ის, Skype-ისა და Teams-ის მობილური ვერსიები იგულისხმა. ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბილ გეითსმა არჩევანი Samsung-ის სმარტფონზე გააკეთა, რადგან Microsoft-სა და სამხრეთ კორეულ ტექნო-გიგანტს შორის დიდი ხანია თბილი პარტნიორული ურთიერთობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები