LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა WhatsApp დაბლოკა

67

ჩინეთმა მესენჯერი WhatsApp დაბლოკა. ეს იყო კომპანია „ფეისბუქის“ უკანასკნელი პროდუქტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დრომდე ფუნქციონირებდა. მესენჯერის მუშაობაში ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები აქამდეც იყო: გარკვეული დროის მანძილზე აკრძალული იყო ფოტოებისა და სხვა ფაილების, ასევე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნა.

ჰონგკონგის უნივერსიტეტის ინტერნეტ-კომუნიკაციების სპეციალისტის თქმით, მესენჯერი 24 სექტემბერს ხარვეზებით მუშაობდა. ამ დროისთვის კი მოსახლეობის ნაწილთან მას შესაძლოა ფუნქციების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქი“ ჩინეთში 2009 წლიდან არ მუშაობს. ასვეე აკრძალულია „ინსტაგრამიც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები