Google კომპანია HTC-ის 1,1 მილიარდ დოლარად გამოისყიდის. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა. როგორც HTC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული შეთანხმება ამტკიცებს, რომ ორი ცნობილი კომპანიის თანამშრომლობა ყოველთვის ამართლებს.
Google-ის წარმომადგენელთა თქმით კი, სმარტფონი, რომელიც კოლაბორაციის შედეგად შეიქმნება, დახვეწილი და ინოვაციური იქნება.
აღსანიშნავია, რომ ადრე Google-მა 12 მილიარდ დოლარად Motorolla გამოისწყიდა, რის შემდეგაც ის Lenovo Group-ს მხოლოდ 3 მილიარდად მიყიდეს.