Apple-ის ოფიციალური მაღაზიებიდან წითელი ფერის iPhone 7 და iPhone 7 Plus ამოიღეს. აღნიშნული სერია Apple-ისა და პროგრამა RED-ის 10 წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ის U2-ს ვოკალისტმა, ბონომ დააარსა და შემოსული თანხები შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების საქველმოქმედო ფონდში ირიცხება.
წითელი სმარტფონები გასული წლის მარტში გამოვიდა. სხვა ფერის იდენტური მოდელებისგან ის მხოლოდ კორპუსის ფერით განსხვავდებოდა.
