სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მომხმარებლებს უჩვეულო სერვისს სთავაზობს: ფერადი კომენტარები, რომელიც ამჟამად ტესტირების პროცესშია, მალე ხელმისაწვდომი სრულად იქნება. ამ ეტაპზე სიახლე Android-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონების ნაწილზე არის ხელმისაწვდომი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ექნება თუ არა მომხმარებელს საშუალება, აღნიშნული ფუნქცია სურვილისამებრ გამორთოს.
