ჩინურმა მწარმოებელმა Lenovo-მ ოფიციალური ღონისძიება ჩაატარა, სადაც ახალი ტრანსფორმერი-პლანშეტი Miix 520 წარმოადგინა. სიახლე Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, აქვს Intel Core i7-ის პროცესორი და 1 ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერება.
კომპლექტში სიახლეს სრულ ზომიანი კლავიატურა მოჰყვება, რომელიც სიბნელეში ნათდება და მოწყობილობას სრულ ნოუთბუქად გადააქცევს. ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ სტილუსი.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, პლანშეტს 12,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს. 8 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერით კი შესაძლებელია სამგანზომილებიანი ფოტოების გადაღებაც, რაც შეეხება წინა კამერას, ის 5 მეგაპიქსელიანია.
Miix 520-ს მოჰყვება სპეციალური სამაგრიც, რომელიც მას 150 გრადუსიან კუთხით დაიჭერს. გაჯეტის ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის.

