მეცნიერებმა შექმნეს სანათი, რომლის დასველებაც შეგიძლიათ. შესაბამისად, მას არ ეშინია წყლის, რადგან გაჯეტი სწორედ მასზე მუშაობს.
Hydralight-ასე ჰქვია მოწყობილობას და ის იდეალურად გამოიყენება ლაშქრობებსა და მსგავსი ტიპის გასვლებში. სანათი მარილიანი წყლით იკვებება, შესაბამისად, თუ ზღვასთან ან ოკეანესთან მოხვდებით, მისი მუშაობა გარანტირებული გაქვთ, ხოლო სხვა შემთხვევაში მარილიანი წყალი თავად მოამზადეთ.
ერთი დატენვა სანათს 250 საათი ჰყოფნის, ხოლო მისი მუშაობის ხანგრძლივობა დაახლოებით 25 წელიწადს შეადგენს.