LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lenovo-მ ახალი სმარტფონი წარმოადგინა

97

Lenovo-მ ახალი სმარტფონი K8 Note წარმოადგინა. კომპანიის ოფიციალურ მაღაზიებში ხელმისაწვდომი ის 18 აგვისტოდან იქნება.

მოწყობილობა ათ ბირთვიან პროცესორს მიიღებს და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება. შიდა მეხსიერება კი 64 გიგაბაიტი იქნება და მისი გაზრდა 128 გიგაბაიტამდეც იქნება შესაძლებელი. რაც შეეხერბა კამერებს, ის ორმაგი 13 და 5 მეგაპიქსელიანი, ეკრანი კი 5,5 დიუიმიანი იქნება.

სმარტფონი შავ და ოქროსფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი დაახლოებით 220 დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები