კომპანია Apple-მა ახალი საათების წარმოების შესახებ განაცხადა. ცნობილია, რომ გაჯეტი დამოუკიდებლად მიუერთდება მობილურ ქსელს და ტელეფონის ფუნქციასაც შეითავსებს.
სიახლის გამოშვება წლის ბოლოდე იგეგმება და მისი ძირითადი ფუნქციის გარდა შესაძლებელი გახდება მუსიკის ჩამოტვირთვა და რამდენიმე მოქმედება მობილური ტელეფონის გარეშე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროდუქტი დანარჩენებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ მას სმარტფონის გარეშე მუშაობაც შეუძლია.