LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცდომები, რომლებიც თქვენს სმარტფონს კლავს

146

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ნეგატიურად აისახება სმარტფონზე, რაც არ უნდა პრემიუმ-სეგმენტს განეკუთვნებოდეს იგი.

პირველ რიგში, თითქმის ყოველი ჩვენგანი ბოლომდე სვამს გაჯეტის ბატარეას. ლითიუმიან აკუმულატორს ერთი თავისებურება აქვს: თუ ბოლომდე დასვამთ, დროთა განმავლობაში მისი მუშაობის ხარისხი მკვეთრად დაიწევს. დატენეთ სმარტფონი, როდესაც ნიშნული 10-8 პროცენტს უახლოვდება.

სმარტფონის „მოკვლის“ მარტივი საშუალებაა თუ მას  არაორიგინალი დამტენით ტენით. უმეტესი მათგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიწვება. დაზიანებული კაბელით, ცუდი იზოლაციის შედეგად წარმოქმნილი მოკლე ჩართვა სმარტფონზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება.

უხარისხო შალითა – ერთი შეხედვით, დამცავი სმარტფონს ზიანს ვერანაირად ვერ მიაყენებს, თუმცა, მას შეუძლია აკუმულატორის გადახურება და შემდეგ მთლიანად განადგურება.

რაც შეეხება წყლის, მტვრისა და სმარტფონის დაგდების შედეგად წარმოქმნილ სირთულეებს, ამისი განმარტება, სავარაუდოდ, საჭირო აღარ არის.