ცნობილი კანადური კომპანია, რომელიც ჩინურმა TCL Corp.-მა შეიძინა, დიდი ხნის წინ, გამოსამშვიდობებელი გაჯეტით დაემშვიდობა მსოფლიოს. როგორც ირკვევა, მფარველმა კომპანიამ ხელი არ აიღო ბრენდის ხელმეორე გაცოცხლებაზე და 2017 წელს მსოფლიოს სმარტფონების ბაზარზე ისევ აპირებს დაბრუნებას.
ძველი BlackBerry-ისგან დარჩენილ ერთადერთ სისტემას BB OS გამოვემშვიდობებით, რომელიც აშკარად არაკომფორტული აღმოჩნდა დეველოპერებისთვის. ფიზიკური ღილაკები და BlackBerry-ის ტრადიციული QWERTY კლავიატურა კვლავ დარჩება მწარმოებლის სტრატეგიაში და იგი შეეცდება თავი სწორედ ამ სეგმენტში დაიმკვიდროს.
როგორც კომპანია TCL აცხადებს, BlackBerry იქნება Android სმარტფონი – ფიზიკური კლავიატურით. კამერის სენსორი კი თითქმის 4-ჯერ ძვირი Google Pixel-ის მსგავსი ექნება.