Xiaomi-ს ახალი ბეჭედი ახალი სიტყვაა Hi-Tech სამყაროში. მოწყობილობას სამწარმოებელმა ,,ტელეპორტაციის ბეჭედი’’ უწოდა. მასზე დატანილი იქნება ღილაკი SOS, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას ერთი ხელის დაჭერით დააკავშირებს მის მფლობელს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ სამსახურთან. ასევე მას შეიძლება ჰქონდეს სპორტული ტრეკერის ფუნქციაც. ამ ეტაპზე ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ჭკვიანი აქსესუარები ახალ ეტაპზე გადადის. გახდება თუ არა ბეჭედი ისევე პოპულარული, როგორც სამაჯური ან ჭკვიანი სათვალე არავინ იცის, თუმცა ახალი ჩინური სტარტაპი ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება. აქსესუარის ოფიციალური პრემიერა 27 აპრილს – ქვებრენდი Mijia-ს სახელის ქვეშ გამოჩნდება.
