ალბათ, ყველა ელოდებოდა OnePlus-ის მორიგი ფლაგმანის გამოჩენას. მას შემდეგ, რაც კომპანიამ გარკვეული ტაიმ-აუტი აიღო, ყველას ეგონა, რომ ახალ გაჯეტზე კომპანიას შეიძლება აღარც ემუშავა. დღეს ინსაიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია ახალი ფლაგმანის შესახებ. როგორც ირკვევა, დიზაინი მთლიანად შეცვლილი და გაცილებით მკაცრია.
OnePlus 5 კვლავინდებურად 5.5 ინჩიანი დისფლეის მიიღებს, რომლის გარჩევადობაც 2560 x 1440 პიქსელი იქნება. პროცესორი კი Qualcomm-ის ბოლო თაობის ჩიპსეტით – Snapdragon 835 განისაზღვრა. ოპერატიული მეხსიერება 8 GB-ს შეადგენს. ბატარეა 3000 მილიამპერ/საათია. კამერა 23 მეგაპიქსელიანი სენსორითაა განსაზღვრული.