გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს პროტეზი, რომელიც დაფარულია სპეციალური ხელოვნური კანის ზედაპირით. ხელოვნურ კანს ტაქტილური შეგრძნებების გადაცემა შეუძლია. აღნიშნული პროტეზი მზის ენერგიით იმუხტება. როგორც გამომგონებლების ჯგუფმა განაცხადა, მათ საკმაოდ დიდხანს იმუშავეს ყველაზე მოქნილი და თხელი ელექტრონული ფენის შესამუშავებლად და იპოვეს გრაფენი.
სტარტაპის ავტორებმა გრაფენზე არჩევანი იმიტომ შეაჩერეს, რომ იგი საკმაოდ თხელია და ელექტრონულად მუხტის კარგად გამტარი. თუმცა მატერიალი ამავდროულად საკმაოდ ძვირია. აღსანიშნავია, რომ მისი მეშვეობით კიდურის გარეშე დარჩენილ ადამიანს ეძლევა შეძლებლობა არა მარტო შეეხოს რაიმეს, არამედ შეიგრძნოს იგი სპეციალური ელექტრონული მუხტების გადაცემის მეშვეობით.
მოწყობილობა მუშაობს შემდეგნაირად: პროტეზის საგანთან შეხებისას, გრაფენის ზედაპირი იძლევა ელექტრონულ იმპულსებს, რომელიც გადაეცემა მთლიან პროტეზს და რომელიც იმთავითვე ადამიანს უკავშირდება.
პროექტი ამ ეტაპზე დამუშავების რეჟიმშია.