ჩინურმა ბრენდმა Huawei – ახალი ფლაგმანური მოდელი P10 დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ფლაგმანური გაჯეტის ფოტოები ოფიციალურად არ გავრცელებულა, ინტერნეტში კიბერ-ჯაშუშების მიერ გავრცელებული გამოსახულებები ვიხილეთ. მოდელი განსხვავებული ტიპის დიზაინითაა წარმოდგენილი. მოწყობილობა Kirin 960 პროცესორზე მუშაობს. P10 აღჭურვილია სელფის 8 და 12 + 20 მეგაპიქსელიანი კამერებით. ორმაგი კამერის სტანდარტი ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია. აღსანიშნავია, რომ Dual Camera კომპანიამ კვლავ Leica-სთან თანამშრომლობით შექმნილი სენსორით წარმოადგინა.
კორპუსი მეტალისგანაა დამზადებული და 4 ფერშია გადაწყვეტილი: შავში, ცისფერში, მწვანეში და ოქროსფერში. დიზაინზე Pantone Color Institute-მა იმუშავა. რაც შეეხება სმარტფონის ეკრანის გარჩევადობას, იგი 5.2 ინჩიანია და 2560 x 1440 გაფართოებით, ოპერატიული მეხსიერება 4 ან 6 GB-ს შეადგენს. შიდა მეხსიერების მხრივ კი ხელმისაწვდომი იქნება ორი ვარიანტი: 64 და 128 GB-იანი ტევადობის ინტერნალური მეხსიერებით. რაც შეეხება ბატარეის ტევადობას – იგი 3100 მილიამპერ/საათით განისაზღვრა. დივაისი Android Nougat-ზე იმუშავებს. თავისთავად, ინტერფეისი კომპანიის საავტორო EMUI 5.0-ია.