LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათვალე, რომელიც ადამიანის მხედველობაზე ადაპტირდება

73

მეცნიერებმა შექმენს სათვალე, რომელიც ადამიანის მხედველობაზე ადაპტირდება. გამოცემა „dni24.com”-ის ინფორმაციით, ამერიკელი სპეციალისტების მიერ შექმნილი სიახლე მართლაც უნიკალურია. სათვალეს აქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც მას ადამიანის მხედველობის ინდივიდუალური  დეფექტის ამოცნობაში ეხმარება. ექსპერტთა აზრით, უნიკალური ლინზები მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ მისი მხედველობა მუდმივად იდეალური იყოს და აღარც სხვადასხვა სათვალის გამოყენება აღარ იქნება საჭირო. ამჟამად ტექნიკოსები გამოგონების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და ის ბაზარზე უახლოეს სამ წელიწადში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები