არც ისე დიდი ხანია, რაც ახალი ფლაგმანის – LG G6 შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მოდელი გამორჩეული არა მხოლოდ მისი ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ ინტერფეისითაც იქნება. როგორც LG Electronics and Mobile Communications Company-ის პრეზიდენტმა – ჯუნო ჩომ განაცხადა:
,,მოდელის შექმნისას G6-ის დისფლეი FullVision ტექნოლოგიით იქნა გადაწყვეტილი. ჩვენი აზრით, ძველი კინემატოგრაფების საყვარელი ფორმატი 18:9 საკმაოდ კომფორტულია დღესაც, როცა მულტიმედიური ფაილები ციფრულია. ჩვენ არამხოლოდ დავაკავშირეთ ეს იდეა სმარტფონთან, არამედ უფრო მეტიც, ეს ინტერფეისი სმარტფონის თითქმის ყველა წვრილმანში იქნება შესამჩნევი”.
აპარატის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა სამუშაოების განსხვავებულ ფანჯრებში შესრულების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, აპლიკაცია Square Camera ერთ ფანჯარაში ჩართავს ვიდეო ჩამწერს, ხოლო მეორე კვადრატში განთავსებული იქნება რაიმე სხვა სახის კონტენტი. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება 2 აბსოლუტურად განსხვავებული აპლიკაციის ერთდროულად გამოყენება, როგორიცაა ბრაუზერი და ჩანაწერების აპლიკაცია.
შეგახსენებთ, მოდელის პრეზენტაცია 26 თებერვალს შედგება, MWC 2017-ის ღონისძიებაზე.