ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ბოსტონის საბავშვო კლინიკის ექიმების დახმარებით, შექმნეს მოწყობილობა, რომელიც პაციენტის გულს ასტიმულირებს და გულს კუნთის მუშაობაში ეხმარება. ელასტიური რობოტი ამ ეტაპზე სატესტო ფაზაშია. ახალი მოწყობილობის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია სისხლში არსებული ნებისმიერი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემის დაფიქსირება და მისი მოგვარება.
აპარატი არეგულირებს სისხლში საჭირო ნივთიერებების კონცენტრაციას და ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას, რაც პირდაპირ კავშირშია თრომბთან.
ხელოვნური გულის შიგნით განთავსებულია სპეციალური პნევმატური კუნთები, რომლების მეშვეობითაც მოწყობილობა ცოცხალი ორგანოს იდენტურად მუშაობს.
გთავაზობთ ვიდეოს: