LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony ახალ განსხვავებულ სმარტფონს გამოუშვებს

62

არაა საიდუმლო, რომ წინა მხრიდან უჩარჩოო სმარტფონები ახალი ტრენდია სმარტფონების ბაზარზე. აღნიშნულ ტენდენციას უკვე რამდენიმე ჩინური მწარმოებელი აქტიურად მიჰყვება. ლოგიკურია, მათ არც მაღალი კლასის მწარმოებლები ჩამოუვარდებიან. როგორიცაა მაგალითად – Sony.

Sony-ს დიზაინერმა მეტი ფარენგმა ახალი კონცეპტი წარმოადგინა, რომლის სახელწოდებაც შეიძლება Xperia Edge იყოს. კონცეპტის ავტორმა განსხვავებული ტიპის სმარტფონზე ორი კამერა დაიტანა, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა იგი იმავე სტრუქტურით მუშაობდეს, როგორც iPhone 7 Plus-ის კამერა. დისფლეის დაბლა შესაძლოა დატოვებული იყოს პატარა ტიხარი, რომელზეც წინა კამერა განთავსდება.

სხვა მხრივ, როგორც სურათებიდან ირკვევა, გაჯეტი არანაირი ფიზიკური კლავიშით არ იქნება აღჭურვილი და უკანა მხარეს განთავსებული ორმაგი კამერის გვერდით იქნება განათება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები