ინდური კომპანია სახელწოდებით TeamIndus-ი, ამერიკული IT გიგანტისგან 1 მილიონიან დაფინანსებას მიიღებს. პროდუქტი, რომელზეც Google-მა ამხელა თანხა გამოჰყო, Lunar XPrize Challenge-ს სახელითაა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც კოსმიური აპარატის დამზადება იგეგმება.
ამბიციური ინდოელები აცხადებენ, რომ 2018 წლის იანვარში, კომპანია მოწყობილობაზე მუშაობას დაასრულებს, რის შემდეგაც მისი გაგზავნა მთვარეზე შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე პროექტზე აქტიურად მუშაობენ ინჟინრები და დიზაინერები.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს სპეციალური მთვარეთმსვლელის აგებას, რომელსაც შეეძლება დამატებითი ძალისხმევის გარეშე დაეშვას მთვარის ზედაპირზე, საიდანაც იგი კავშირს დაამყარებს დედამიწასთან და ვიდეო სიგნალს გამოაგზავნის.
რაში სჭირდება კომპანიას მთვარიდან ვიდეო სიგნალის მიღება და იქნება თუ არა ეს სხვა გრანდიოზული პროექტის საწყისი ეტაპი ამ დროისთვის უცნობია.