LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: The Sun-ის ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა – ნახეთ ლიზ ტრასის რეაქცია

418
უსათაურო დიზაინი (2)

The Sun-ის ტელეწამყვანმა ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატების დებატების დროს პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა.

შემთხვევის მომენტში კამერებმა დააფიქსირა ერთ-ერთი კანდიდატის ლიზ ტრასის სახე, რომელიც მომხდარის გამო შეშფოთებულია.

ამის შემდეგ TalkTV იძულებული გახდა, დებატები შეეწყვიტა.

მომენტი, როგორ ეცემა თავად ტელეწამყვანი ძირს, კადრში არ მოხვედრილა.

მას შემდეგ, რაც მაყურებელმა იხილა ტრასის შოკირებული სახე, რომელიც სახეზე ხელს იფარებს, მაუწყებელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანმა გონება დაკარგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები