პარალიზირებული ხელის მქონე პაციენტებისთვის ხელის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელი გახდება. ახალი რობოტიზებული გაჯეტი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, მსოფლიოს წამყვანი ტექნიკოსებისა და მეცნიერების მიერ მუშავდებოდა, ფინალურ ტესტირებას გადის. გერმანელმა გამომგონებლებმა, რომლებიც ტიუბინგენის საავადმყოფოში მუშაობდნენ, საბოლოოდ მიაღწიეს რეზულტატს და შექმნეს მოწყობილობა გამართული ფუნქციონალით. ახალი გაჯეტი უკვე ხელმისაწვდომია ტესტირებაში ჩართული მოხალისეებისთვის.
მოწყობილობის კონტროლირება გონების მეშვეობითაა შესაძლებელი. რობოტიზებული ხელი, წარმატებით გამოიცადა უკვე 6 პაციენტში, რომლებიც ანალოგიური პრობლებით ცხოვრობდნენ. რობოტი ტვინის სიგნალებზე რეაგირებს, ასევე აფიქსირებს ადამიანის მოძრაობას და რთავს კამერას, რომელიც ადამიანის თვალის მოძრაობაზეა კონცენტრირებული. გაჯეტის მეშვეობით ამ ტიპის პაციენტებმა შეძლეს წყლის დალევა, ჩიფსების ამოღება, ხელის მოწერა დოკუმენტებზე და ა.შ.
სხვა ამ ტიპის მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც აქამდე არსებულა, რობოტიზებულ სისტემას ის განასხვავებს, რომ მას არ სჭირდება პაციენტის კანთან სენსორებით დაკავშირება. ასევე არაა საჭირო არანაირი სპეციალური გელი, რომელიც გაჯეტის ელექტროკაბელებს თავის ტვინთან დაკავშირებისას ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.